საგრანტო კონკურსი განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის

01 ივნისი 2018

კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო,“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის. საგრანტო კონკურსის მიზანია აღნიშნული ასოციაციების ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა.

კონკურსის შედეგად დაფინანსდება ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის გაზრდაზე მიმართული საქმიანობები.

წარმოდგენილი პროექტები შესაძლებელია ეხებოდეს:

✔ საწევრო სისტემის განვითარებასა და წევრთა ბაზის გაფართოებას

✔ წევრებისათვის ახალი, ინოვაციური და მდგრადი სერვისების შემუშავებასა და შეთავაზებას

✔ რესურსების მობილიზაციისა და ფონდების მოზიდვის ინოვაციური მიდგომების დანერგვას

საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 35,000 ლარს. პროექტის ადმინისტრირების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის საერთო ოდენობის 25%.

დაინტერესებული ორგანიზაციები უნდა დაესწრონ საპროექტო განაცხადის მომზადების მასტერკლასს, რომელიც გაიმართება 2018 წლის 9 ივნისს (10:30 – 15:00). მისამართი: ოთარ ჩხეიძის 5, თბილისი.

მასტერკლასზე დამსწრე ორგანიზაციებს ასევე გადაეცემათ პროექტის სააპლიკაციო ფორმა და სხვა დეტალები.  მასტერკლასს წარუძღვება კახა მაღრაძე, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი.

დაინტერესებულ პირთათვის მასტერკლასზე დასწრება სავალდებულოა!

მასტერკლასზე რეგისტრაცია შესაძლებელია 5 ივნისამდე, შემდეგ ელ. მისამართზე efacoalition@efageorgia.ge

სასურველია ორგანიზაციას წარმოადგენდეს სულ მცირე 2 პირი.

პროექტის განხორციელების ვადები: 09/2018 – 06/2019

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 6 ივლისი

კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვებისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა მიმართოთ ელ. მისამართზე efacoalition@efageorgia.ge

წყარო:  განათლება ყველასათვის - საქართველო

ნახვების რაოდენობა : 1672

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge