PITA-ს მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა

24 აპრილი 2018

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის [PITA] მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება მცირე გრანტების კონკურსი. მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებს და ასევე პროგრამა PITA-ას მიზნებს ეხმიანება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის [PITA] პროგრამის“ მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს, რომლებიც არიან 16-25 წლამდე.

პროექტის გუნდი:

განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს პროექტის ხელმძღვანელის/ჯგუფის ლიდერის შესახებ ინფორმაცია. ასევე, ყველა ის პირი, რომელიც პროექტის განხორციელებაში იქნება ჩართული/პროექტის გუნდის წევრს წარმოადგენს.

საგრანტო კონკურსის თემატიკა:

  • ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;
  • გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობა;
  • წიგნიერების ხელშეწყობა და განათლების ხელმისაწვდომობა;
  • სოციალური ინკლუზია და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა (მაგ. შშმ პირების ჩართულობისა და დაცვის მიმართულებით);
  • ადვოკატირება/სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია;
  • ქსენოფობიის, ანტი-დასავლური პროპაგანდის და სიძულვილის ენის მედია მონიტორინგი
  • სოციალური მეწარმეობა და სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;
  • გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  • საქართველო და ევროკავშირი (პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროინტეგრაცია).

პროექტის ვადები და ხანგრძლივობა:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების განხორციელება შესაძლებელია დაიწყოს ა/ივნისის მეორე ნახევრიდან. პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს (2 თვე).

პროექტის ბიუჯეტი:

საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს. შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, შესარჩევმა კომისიამ აპლიკანტს შესთავაზოს წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.

მცირე გრანტების კონკურსით დასაშვები ხარჯები:

  • ბეჭდვითი ხარჯები, რომელიც აუცილებელია ბროშურების, ფლაიერების და სხვა სახის გამოცემების დასაბეჭდად;
  • საკომუნიკაციო ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პროექტის განხორციელებასთან;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • პროექტის რეგიონში განხორციელების შემთხვევაში სასტუმროში ღამისთევისა და კვების ხარჯები;
  • პროექტის ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებული თანხები.

მცირე გრანტების კონკურსით დაუშვებელი ხარჯები:

  • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრები)
  • კომუნალური გადასახადები
  • ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროექტის მიზნებს.

პროექტის თანადაფინასება (co-share):

მიკრო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტის ღირებულების ნაწილი, მინიმუმ 200 და მაქსიმუმ 600 ლარის ფარგლებში. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვანია წარმოდგენილ იქნეს თანადაფინანსების სახით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მაგ.: ფულადი, პროექტისათვის უფასოდ დათმობილი მატერიალური ან ტექნიკური ბაზა (მაგ.: ვიდეოგადამღები, საოფისე მომსახურება, მონტაჟი, თეატრალური კოსტუმი, მუსიკალური გაფორმება, მოწყობილობა ღონისძიების ჩასატარებლად, პროექტორი, ეკრანი და ა.შ.) ოფისი ან საკონფერენციო ფართი ან თუნდაც ადამიანური რესურსი, რაც სხვა შემთხვევებში ეღირებოდა თანხა.

პროექტების შერჩევა და შეფასება:

თითოეული ახალგაზრდული ცენტრიდან დაფინანსდება 1 ან 2 პროექტი. შერჩევა მოხდება საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლების, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორისა და ცენტრის მმართველთა საბჭოს/კომიტეტის ერთ-ერთი წევრის მიერ.

შეფასებისას ყურადღება მიექცევა - რამდენად ეხმიანება აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო გეგმა პროგრამა PITA-ს თემატიკას და მოთხოვნებს. პროგრამის განხორციელებით რა შედეგს მიაღწევს აპლიკანტი და რა გავლენას მოახდენს შერჩეულ ბენეფიციართა ჯგუფზე, საზოგადოებაზე, თემზე, ქალაქსა თუ რეგიონზე. ასევე, ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი აქტივობების რელევანტურობას, განხორციელების ინოვაციურ გზებს, ორიგინალურობას და აქტუალობას. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც იმუშავებენ სოციალური მეწარმეობისა ან/და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მათ შორის უპირატესობა მიენიჭება ისეთი პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თანადაფინანსებას და რომელშიც გათვალისწინებული იქნება პარტნიორობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს და არასამთავრობო სექტორთან, აკადემიასთან (უნივერსიტეტებთან და პროფესიული სასწავლებლები).

საკონკურსო აპლიკაციის წარდგენის ვადა:

აპლიკაციას თან უნდა ახლდეს შესაბამის ქალაქში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი. მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: „საგრანტო კონკურსი“.

განაცხადის ფორმა (იხილეთ ბმული https://drive.google.com/file/d/1-MfKjYvNntQ3YqYgXJXZJhOTZjje7E5s/view?ts=5adda560) ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად გაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tkhutsishvili@una.ge და CC-ში ჩასვით ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი.

დაინტერესებულ პირებს კონკურსის ფარგლებში შევსებული საპროექტო განაცხადის ფორმის წარდგენა შეუძლიათ 2018 წლის 23 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

წყარო

ნახვების რაოდენობა : 1640

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge