ორგანიზაციული განვითარების პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

05 ნოემბერი 2018

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებენ ღია კონკურსს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ორგანიზაციული განვითარების პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს:

  • პირველ ეტაპზე CTC-ი, სპეციალური კითხვარისა და ქულათა სისტემის გამოყენებით, შეაფასებს შერჩეულ ორგანიზაციას და განსაზღვრავს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს შემდეგ სფეროებში: მმართველობითი სტრუქტურა, ფინანსური პროცედურები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მდგრადობა, სტრატეგიული დაგეგმვა და პროექტის მართვა. შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ორგანიზაციას მიენიჭება შესაბამისი ქულები და მომზადდება მისი განვითარების სამოქმედო გეგმა.
  • მეორე ეტაპზე CTC-ი, ორგანიზაციასთან ერთად, განვითარების სამოქმედო გეგმიდან აირჩევს პრიორიტეტულ საკითხ(ებ)ს და განსაზღვრავს მათზე მუშაობის მეთოდოლოგიასა (მაგ. ინდივიდუალური კონსულტაციები, ვორქშოფი თანამშრომლებისთვის, სამუშაო შეხვედრა და ა.შ.) და განრიგს. ამ მეთოდოლოგიის/განრიგის შესაბამისად, CTC-ი დაიწყებს ორგანიზაციასთან ინდივიდუალურად მუშაობას და რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიმუშავებს გამოვლენილი პრობლემ(ებ)ის გადაჭრის პრაქტიკულ გზებს.
  • ბოლო ეტაპზე, პირველი შეფასებიდან და საკონსულტაციო სამუშაოს დასრულებიდან რამდენიმე თვის თავზე, CTC-ი ხელახლა შეაფასებს ორგანიზაციას და განსაზღვრავს მისი პროგრესის მაჩვენებელს.

ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციული განვითარების პროგრამა მაქსიმალურად იყოს მორგებული მასში ჩართული ორგანიზაციების საჭიროებებზე და დაეხმაროს მათ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში.

ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • რეგისტრირებულია საქართველოში
  • არის არასამეწარმეო იურიდიული პირი
  • მუშაობს დამოუკიდებლად (არ არის კავშირში/აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან)
  • აქვს არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • მუშაობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხ(ებ)ზე
  • მოტივირებულია გამოავლინოს და გამოასწოროს ორგანიზაციის შიგნით არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები

* კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ ჩართულები ACCESS-CTC-ის ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში და სურთ დამატებითი დახმარება.

კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2018 წლის 24 ნოემბრის 17:00 სთ-მდე,ACCESS-ის პროექტის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან ანა წურწუმიასთან (atsurtsumia@ewmi.org) უნდა გამოგზავნონ:

  • ერთგვერდიანი ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება მათი ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები (რაში სურთ დახმარება)
  • მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების სია (პროექტების სახელწოდებების, ხანგრძლივობის, ბიუჯეტის და დონორების მითითებით)

საბუთები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

სათაურში მიუთითეთ „ორგანიზაციული განვითარების პროგრამა“.

დამაზუსტებელი კითხვებით მიმართეთ ანა წურწუმიას ან ACCESS-ის ფეისბუქის გვერდს.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება 2018 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში.

 

წყარო: http://ewmi-access.org

ნახვების რაოდენობა : 221

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge