მოხალისე რეგიონული ორგანიზაციებისთვის

19 სექტემბერი 2018

გამოცხადების თარიღი: 17 სექტემბერი, 2018 წ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი, 2018 წ.

ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამა

"მშვიდობის კორპუსი საქართველოში" აცხადებს კონკურსს ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისათვის, "მშვიდობის კორპუსის" ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს, საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან:

** კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა)
** შიდა ქართლი 
** ქვემო ქართლი 
** სამცხე ჯავახეთი
** აჭარა 
** გურია 
** იმერეთი 
** სამეგრელო 
** რაჭა-ლეჩხუმი
** სვანეთი.

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სოფლებისა და ქალაქების ორგანიზაციებს, რომლებიც მდებარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ხუთ-კილომეტრიან ზოლში.

შერჩეულ ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2019-2021 წლების განმავლობაში. თანდართულია, სააპლიკაციო ფორმა და საინფორმაციო ბუკლეტი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციით. ფორმის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია "მშვიდობის კორპუსის" ვებ-გვერდიდან: https://www.peacecorps.gov/georgia/ask-for-a-volunteer/ 

თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაცია ან სათემო ჯგუფი დაინტერესებულია მოხალისესთან თანამშრომლობით 2019-2021 წლების განმავლობაში:

** გაეცანით საინფორმაციო ბუკლეტს
** სრულად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე)

შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე: seod@ge.peacecorps.gov  ან მოგვაწოდეთ "მშვიდობის კორპუსის" თბილისის ოფისში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 29ა.

სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ოქტომბერი!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მენეჯერს:

თიკა რევიშვილი
პროგრამის მენეჯერი
ტელ: 2241222/23/24
ელ-ფოსტა: seod@ge.peacecorps.gov

წყარო: http://jobs.ge/189774/ 

ნახვების რაოდენობა : 241

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge