„მე ლიდერი“ - კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტში

22 მაისი 2018

ევროკავშირის ENPARD - საქართველო პროექტის ფარგლებში, CENN ქედის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა კონკურსის „მე ლიდერი“ მეორე შესარჩევ ტურს აცხადებს!

კონკურსი „მე ლიდერი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას ქედის მუნიციპალიტეტში და რეგიონის ახალგაზრდა ინოვატორთა ქსელის ჩამოყალიბებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

- ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 
- VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებს

საუკეთესო განაცხადის ავტორები ივნისი-ივლისის პერიოდში გაემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალგაზრდა ლიდერთა მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- გამოგვიგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე nata.davlianidze@cenn.org;
- სამოტივაციო წერილის ძირითად ნაწილში გვსურს მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და შემოქმედებითი პასუხები შემდეგ სამ კითხვაზე:
1. რატომ ხართ დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით?
2. რატომ თვლით თავს თქვენი თემის ლიდერად და რისი შეცვლა გსურთ?
3. რა გსურთ გაუზიაროთ სხვებს და რისი სწავლა გსურთ სხვებისგან საზაფხულო ბანაკის მიმდინარეობისას?

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2018 წლის 3 ივნისი

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ან კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: 
+995 558 65 56 28

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ნახვების რაოდენობა : 1099

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge