„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს კონკურსს იურისტის პოზიციაზე

22 აგვისტო 2018

ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს კონკურსს უფროსი იურისტისა და იურისტის პოზიციაზე, "კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისათვის (CFLI)" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტისათვის.

 1. პოზიცია: უფროსი იურისტი

პროექტის დასახელება: სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარებისა და ადვოკატირების გზით
პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო 2018 – 28 თებერვალი 2019
ანაზღაურება: 2 000 ლარი გადასახადების ჩათვლით
სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ
სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი
მოვალეობები:

  • სამართლებრივი კონსულტაციების, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების გაწევა სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთათვის თბილისსა და რეგიონებში; 
  •  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამაშრომლობა და დახმარება შევიწროვების პრევენციისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად შიდა მარეგულირებელი აქტების მომზადებაში; 
  • ტრენინგის მოდულის მომზადება და ტრენინგის ჩატარება იურიტებისათვის და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ოთხ რეგიონში სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების საკითხებზე, რომელიც მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციების, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების პრაქტიკის გაცნობას; 
  • საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და სხვა აქტორებთან თანამშრომლობა, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების ლობირება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებათა საუკეთესო სტანდარტებთან;
  • პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება; 
  • მედიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება; 
  • პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.
    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)
  • ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მათ შორის თანასწორობის, (სასურველია სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების) საკითხებზე მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება
  • სამართალწარმოების გამოცდილება (სარჩელის, შესაგებლის, სხვა სამართლებრივი აქტების მომზადება, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა) ადმინისტრაციულ ორგანოებში, ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოებში
  •  საკანონმდებლო აქტების სამართლებრივი ანალიზის/დასკვნების მომზადების გამოცდილება
  •  თანასწორობის საკითხებზე ტრენინგის/სემინარის ჩატარების გამოცდილება
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით

ენების ცოდნა: 
 ინგლისური სრულყოფილად; 
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად 
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების სრულყოფილად მომზადება
- სასურველია ინგლისურ ენაზე წერის უნარ-ჩვევების ქონა
- სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე
- პრეზენტაციები/საჯარო გამოსვლები
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

ეტაპები:

1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება
3. მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge 
დაუკავშირდიან მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

2. პოზიცია - იურისტი

პროექტის დასახელება: სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარებისა და ადვოკატირების გზით

პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო 2018 – 28 თებერვალი 2019
ანაზღაურება: 1 200 ლარი გადასახადების ჩათვლით
სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ
სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

  •  სამართლებრივი კონსულტაციების, უფროსი იურისტის დახმარებით, იურიდიული დახმარების გაწევა სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთათვის თბილისსა და რეგიონებში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამაშრომლობა და დახმარება შევიწროვების პრევენციისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად შიდა მარეგულირებელი აქტების მომზადებაში; 
  • უფროს იურისტთან ერთად, ტრენინგის მოდულის მომზადება და ტრენინგის ჩატარება იურიტებისათვის და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ოთხ რეგიონში სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების საკითხებზე, რომელიც მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციების, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების პრაქტიკის გაცნობას; 
  • პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების სამუშაო ვერსიის მომზადება; 
  • საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების სამუშაო ვერსიების მომზადება; 
  •  პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება
 ერთი წლის სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა საკითხებზე, სასურველია თანასწორობის მიმართულებით
სასურველია სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე
სასურველია ტრენინგების ჩატარების/ტრენერისათვის დახმარების გამოცდილება
სასურველია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით

 ენების ცოდნა: 
 ინგლისური სრულყოფილად; 
 რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად 
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება სრულყოფილად
- პრეზენტაციების/საჯარო გამოსვლების მომზადება
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

ეტაპები:

1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
2. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge 
დაუკავშირდებიან მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

წყარო: ”Article 42 of the Constitution” - ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”

ნახვების რაოდენობა : 1267

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge