კონსტიტუციის 42-ე მუხლი აცხადებს ესეების კონკურსს

28 იანვარი 2019

ა(ა)იპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: "სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე - პრევენცია და გამოწვევები".

კონკურსის მიზანია: სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები: 

ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს.

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი 18:00 საათი.

ესეს მოთხოვნები:

** ესეს საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს;
** ესე უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;
** სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;
** სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოები. წყარო უნდა მიეთითოს ორიგინალ ენაზე, შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი და გვარი; ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდები; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი; გამოცემის დასახელება, გვერდები და წელი.

ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

1. ესეს სათაური
2. ავტორის სახელი და გვარი
3. უნივერსიტეტი, სწავლების საფეხური, კურსი
4. ესე
5. გამოყენებული ლიტერატურა

ესეს მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:

** ავტორმა ესეს ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - office@article42.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - "ესეების კონკურსი". ესე შეფასების კომისიის მიერ განიხილება და ავტორს არაუგვიანეს 2018 წლის 10 თებერვლისა ეცნობება პასუხი ფინალურ ეტაპზე გადასვლის შესახებ.
** ესე, რომელშიც არ იქნება დაცული არსებული მოთხოვნები და თანმიმდევრობა, არ იქნება განხილული და ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
** ესე უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. 

გამარჯვებული ესეს ავტორი 3 თვიან არაანაზღუარებად სტაჟირებას გაივლის ა(ა)იპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლში". სამ საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 032 299 88 56 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: office@article42.ge 

კონკურსი იმართება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის CFLI - ის მხარდაჭერით.

 

წყარო: http://www.jobs.ge/202797/ 

ნახვების რაოდენობა : 545

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge