კონკურსი ჟურნალისტებისთვის „რეგიონის განვითარება“

28 იანვარი 2019

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ახორციელებს პროექტს   სახელწოდებით - „სამეგრელო-ზემო  სვანეთის  მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“, რომელიც ხორციელდება GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების   მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფარგლებში. პროექტის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების  ინფორმირება  და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული  განვითარება, თანამშრომლობა  საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თემაზე -„რეგიონის განვითარება, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.

კონკურსის მიზანია:
- ადგილობრვი მედია საშუალებების წახალისება;
- საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, 21-ე თავით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით. https://bit.ly/2R644NG (გვ 478-481)

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოქმედი ყველა ტიპის მედია საშუალების წარმომადგენელს:
- ტელევიზია; 
- რადიო; 
- ბეჭდვითი/ონლაინ მედია.

საკონკურსო პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, 21-ე თავით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით დაიბეჭდა, გამოქვეყნდა ან ეთერში გავიდა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით.
- კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნას ერთჯერადი ნამუშევარი, (ტელე/რადიო გადაცემა, საგაზეთო სტატია, ინტერნეტ (ონლაინ) მედია ნამუშევარი). 
- ერთმა კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს ერთი ნამუშევარი. 
- განიხილება მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოქმედი მედია საშუალებებით გავრცელებული ქართულენოვანი მასალა. ნამუშევრების წარდგენისათვის კონკურსი ღიაა 2018 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 10 მარტამდე. დაგვიანებული განცხადებები არ განიხილება.

შეფასების კრიტერიუმები:


- რამდენად აქტუალურია შერჩეული თემა/საკითხ(ებ)ი;   
- რამდენად პასუხობს საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ მოთხოვნებს;  
- რამდენად სიღრმისეულად არის გამოკვლეული/განხილული საკითხი;  
- რამდენად გასაგებია, საინტერესოა, მიმზიდველია ნამუშევარი მსმენელის ან მკითხველისათვის; 
- ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე); 
- სტატიაში/სიუჟეტში მოყვანილი სანდო და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე.ნამუშევრებს შეაფასებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა ჯილდო და სერტიფიკატი.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა:


საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან ბეჭდური სახით და მას თან უნდა ერთვოდეს ჟურნალისტთა საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტა.
ელექტრონულად გამოგზავნილი საკონკურსო მასალა უნდა მოიცავდეს ტელე/რადიო გადაცემის ან ინტერნეტ (ონლაინ) მედია ნამუშევრის ბმულს, ან ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული მასალის სკანირებულ ვერსიას გამოქვეყნების ვადების მითითებით.
ელექტრონული ფორმით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ldageorgiakutaisi@gmail.com . გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს „ჟურნალისტთა კონკურსი“.

ბეჭდური სახით საფოსტო ან საკურიერო გზავნილის შემთხვევაში საკონკურსო მასალები გამოგზავნილი ან მიტანილი უნდა იქნას ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში მისამართზე: ქ.ქუთაისი, 4600, ა.წერეთლის ქ №111ა. წარმოდგენილი განაცხადები უნდა მოიცავდეს: DVD/CD დისკზე ჩაწერილ ტელე/რადიო გადაცემას; ან ინტერნეტ(ონლაინ) მედია ნამუშევრის სკანირებულ ვერსიას;ან სტატიის სამ ასლს და იმ გაზეთის/ჟურნალის ერთ ორიგინალ ვერსიას, რომელშიც საკონკურსო მასალა გამოქვეყნდა. წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევარი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, მითითებით: “ ჟურნალისტთა კონკურსი“.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იტოვებს უფლებას გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და სხვადასხვა მედიაში, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით .

საკონტაქტო ინფორმაცია:

(0431)242402,
ldageorgiakutaisi@gmail.com
www.facebook.com/LDAGeorgia
www.ldageorgia.ge
საკონტაქტო პირი: მაგდა ფურცხვანიძე

ნახვების რაოდენობა : 633

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge