კონკურსი დამწყები კინორეჟისორებისთვის - „16 ქალი ცვლილებებისთის“

02 აპრილი 2018

მულტიმედია განათლების ცენტრი და საქდოკ ფილმი, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, იწყებს პროექტს „16 ქალი ცვლილებებისთის“. პროექტი გულისხმობს 16 დოკუმენტური ფილმის შექმნას ქალის შესახებ ქართულ საზოგადოებაში.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტისთვის შეირჩევა 16 ქალი 17-დან 25 წლამდე. მათ აუცილებელია ჰქონდეთ კამერასთან მუშაობის და მონტაჟის საბაზისო გამოცდილება და აინტერესებდეთ შექმნან ძლიერი ქალების პორტრეტები.

პროექტის შესახებ

ფილმების წარმოება დაიწყება 2018 წლის მაისში და დასრულდება დეკემბერში. ამ დროის განმავლობაში მულტიმედია განათლების ცენტრი და საქდოკ ფილმი დაეხმარებიან მონაწილეებს გადაიღონ 10 წუთამდე ხანგრძლივობის დოკუმენტური ფილმები და უზრუნველყოფენ აუცილებელ ტექნიკურ საშუალებებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას, სადაც მონაწილეები აითვისებენ მოკლემენტრაჟიანი ფილმის გადაღებისა და მონტაჟის უნარებს, ასევე მიიღებენ ცოდნას მისი მომზადებისა და დისტრიბუციის შესახებ.

თითოეული ფილმის წარმოებისთვის მონაწილეები მიიღებენ თანხას 600 დოლარამდე. პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა სპეციალური საჯარო ჩვენება და საუკეთესო ფილმები დაჯილდოვდება პრიზებით.

ტრენერები

ვორქშოპს გაუძღვება ორი ქართველი ტრენერი:

სალომე ჯაში დოკუმენტური კინოს რეჟისორი. მისი ფილმები ნაჩვენები ყოფილა როგორც მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე ტელეარხების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის arte-ზე. არის მიწვეული ტრენერია სხვადასხვა საერთაშორისო ვორქშოფზე.

თამარ მშვენიერაძემ დაამთავრა GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტი. არის გადაცემა რეალური სივრცის რეპორტიორი და პროდიუსერი. არის რამდენიმე ტრანსმედია პროექტის ავტორი. თანამშრომლობს საქდოკ ფილმთან დოკუმენტური ფილმის წარმოებაში.

ქართველ ტრენერებთან ერთად ვორქშოფების სერიას შემოუერთდება ორი ამერიკელი სპეციალისტი - Lina Srivastava, დოკუმენტალისტი და Kayan Ghavim, BuzzFeed-ის მოკლე ვიდოების ტრენდის ერთ-ერთი შემქმნელი.

*ინფორმაცია მონაწილეებისთვის რეგიონიდან

რეგიონებიან მონაწილეების თბილისში მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს პროექტის ორგანიზატორი.

სააპლიკაციო ფორმა

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 13 აპრილი, 2018

წყარო: https://sites.google.com

ნახვების რაოდენობა : 1177

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge