ხატვის კონკურსი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

17 აპრილი 2018

საზოგადოებრივი ორგანიზაციები: დემოკრატ მესხთა კავშირი, World Vision Georgia სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა და Talita Kum-ი კამპანიის "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში გიწვევთ, ხატვის კონკურსში მონაწილეობისთვის თემაზე: "თანასწორობა"

კონკურსის მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ან უფრო დიდი ზომის ქაღალდზე. საუკეთესო ნახატის შერჩევისას ჟიურის წევრები ყურადღებას გაამახვილებენ ნახატის იდეისა და კონკურსის თემის შესაბამისობაზე. საუკეთესო ნახატ(ებ)ი განთავსდება ახალციხეში მდებარე თვალსაჩინო შენობის კედელზე.

ნახატების გაგზავნის ბოლო ვადაა, 2018 წლის 23 აპრილი

"ერთად ერთმანეთისთვის“ კამპანიის მიზანია, ხელი შუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის განვითარებასა და მრავალფეროვნების მიღებას, ასევე, შშმ პირების საზოგადოებაში იტეგრაციას. აღნიშნული კამპანია წარმოადგენს World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირისა“და „ტალითა კუმის“ ერთობლივ ინიციატივას და შედგება რამდენიმე მცირე და მასშტაბური ღონისძიებისაგან, რომლებიც გაგრძელდება 2018 წლის მაისის შუა რიცხვებამდე. 

წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირი/Union of Democrat Meskhs,UDM

ნახვების რაოდენობა : 896

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge