კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა დასაქმების კონსულტანტი

11 სექტემბერი 2018

"სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

"სიდა", "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა" და "DVV International"-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში" (TESI), რომლის მიზანია პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირებისა და მათი ოჯახებისთვის.

პროექტის ფარგლებში "სიდა" აცხადებს კონკურსს დასაქმების კონსულტანტის შესარჩევად.

საკონსულტაციო მომსახურების მიზანი: კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ, ყოფილი პატიმრების, პირობითი მსჯავრის მქონე და განრიდებული პირების დასაქმების ხელშეწყობა, დაინტერესებული კომპანიების მოძიების და მათთვის ტექნიკური მხარდაჭერის  გაწევის გზით.

განსახორციელებელი სამუშაოს  აღწერა:

** ზოგადი ტრენინგი კომპანიების HR-ებისთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების საკითხებზე;
** 10 დაინტერესებული კომპანიის ინდივიდუალური ტექნიკური მხარდაჭერა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების საკითხებზე - ტრენინგი თანამშრომლებს და რეკომენდაციები მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით;
** 20 ბენეფიციარის დასაქმების ხელშეწყობა 10 სამიზნე კომპანიაში;
** კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობის სპეციფიური საკითხების შესახებ გაიდლაინის მომზადება კომპანიებისათვის;
** ბენეფიციარებთან მუშაობა და დასაქმებისათვის მათი მომზადება.

კონსულტანტმა უნდა მოახდინოს:

** პროექტის გუნდთან ერთად გაიდლაინის შემუშავება;
** დაინტერესებული კომპანიების იდენტიფიცირება,  მათთვის ტრენინგისა და სარეკომენდაციო პაკეტის  უზრუნველყოფა;
** შერჩეული ბენეფიციარების მომზადება სამუშაო გარემოსთვის (ინდივიდუალური და/ან ჯგუფური შეხვედრების გზით);
** ბენეფიციარებთან მუშაობა მათი დასაქმებისათვის  მომზადების მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებისა, ადამიანის უფლებების ან სხვა რელევანტური მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება კერძო კომპანიებთან სხვადასხვა ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით;
** სასურველია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობის გამოცდილება და მათი საჭიროებების ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ზოგადი ინფორმაცია კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ.

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შესასრულებელი სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა;
** ეფექტური კომუნიკაცია.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

** პროფესიული რეზიუმე (CV);
** დაგეგმილი სამუშაოს შესრულების განრიგი;
** ბიუჯეტი.

ხელშეკრულების ვადები: განისაზღვრება შერჩეულ კონსულტანტთან შეთანხმებით, განსახორციელებელი სამუშაოების გათვალისწინებით.

ანგარიშგება: კონსულტანტი ანგარიშვალდებული იქნება პროექტის გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულების პირობებისა და სამუშაო გეგმის შესრულებაზე.

კონტრაქტის მინიჭების საფუძველი:

კომისია შეაფასებს კონკურსის მონაწილეებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

** აპლიკანტის გამოცდილების შესაბამისობა კონკურსის მოთხოვნებთან;
** წარმოდგენილი ბიუჯეტისა და განრიგის გონივრულობა.

ყველა შეკითხვა ან განმარტება კონკურსთან დაკავშირებით 15 სექტემბრამდე შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tesi@cida.ge

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის  17 სექტემბრისა, შემდეგ მისამართზე: TESI@cida.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი".

წყარო: http://jobs.ge/189107/ 

ნახვების რაოდენობა : 302

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge