ISFED აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მონიტორის პოზიციაზე

25 ივლისი 2018

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მონიტორის პოზიციაზე.

პოზიციის რაოდენობა: 2
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 4 თვე
დასაქმების პერიოდი: აგვისტო - ნოემბერი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ISFED ახორციელებს სოციალური მედიის მონიტორინგის საპილოტე პროექტს. პროექტის მიზანს წარმოადგენს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიაზე დაკვირვება; სოციალურ მედიაში აგიტაციის წესების დარღვევის, სოც. მედიის მეშვეობით დეზინფორმაციული, დისკრედიტაციული, და დაძაბულობის მაპროვოცირებელი ნარატივების გავრცელების ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტირება, ანალიზი და საზოგადოებისთვის გაცნობა. პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

ფუნქციები და მოვალეობები:

სოციალური მედიის მონიტორები საარჩევნო პერიოდში, 4 თვის განმავლობაში, მეთოდურად დააკვირდებიან სოციალურ ქსელებში (ძირითადად, "ფეისბუქზე") მიმდინარე საარჩევნო კამპანიას. მონიტორები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს მეთოდოლოგიისა და მონიტორინგის პროგრამის შესახებ, რის შემდეგაც, მონიტორები ყოველდღიურ რეჟიმში პროგრამის მეშვეობით მოახდენენ გვერდების, კონკრეტული პოსტების, ფოტო-ვიდეო და სხვა კონტენტის მოგროვებას, კონტენტ-ანალიზს და დაარქივებას. სოციალური მედიის მონიტორები ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებენ მონაცემთა ანალიტიკოსთან და სხვა პროექტულ თანამშრომლებთან ერთად, რათა განიხილონ სოც. მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ საქმიანობის ადაპტირება. მონიტორების ფუნქციებში შედის:

** სპეციალური პროგრამების მეშვეობით სოციალური ქსელებში კამპანიური აქტივობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** სოციალური მედიის კონტენტის ანალიზი, გზავნილების, განწყობების, საძიებო სიტყვების და სხვა პარამეტრების მიხედვით;
** მიღებული ინფორმაციის მონიშვნა, დახარისხება და დაარქივება;
** მონაცემთა ანალიტიკოსის ხელმძღვანელობით მონიტორინგის შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
** კამპანიის პერიოდში სოციალურ მედიაში ცვალებად ტენდენციებზე პროაქტიული დაკვირვება, ანალიზი და განხილვა;
** სხვა პროექტულად რელევანტური საქმიანობის განხორციელება.

კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან მოქმედი სტუდენტი, რომელსაც შეუძლია საარჩევნო პერიოდში სრული დატვირთვით მუშაობა;
** საარჩევნო პროცესისადმი ინტერესი, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების და სხვადასხვა აქტორების შესახებ ინფორმაცია;
** ინტერნეტ და სოციალური მედიის პლატფორმების (განსაკუთრებით, Facebook-ის) სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მედია მონიტორინგის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და სიახლეების შესწავლის სურვილი;
** ინოვაციურობა და კრეატიულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ჯგუფური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/ენერგიულობა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: 

** რეზიუმე (CV); 
** სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი);
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. 

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ივლისი.

არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ორგანიზაციის შესახებ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესების სანდოობის ხელშეწყობა; დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა; დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.

წყარო: http://jobs.ge/

ნახვების რაოდენობა : 1742

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge