ISFED აცხადებს მონაცემთა ვიზუალიზაციის განხრით დიზაინერის ვაკანსიას

24 აგვისტო 2018

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს მონაცემთა ვიზუალიზაციის განხრით დიზაინერის ვაკანსიას (ნახევარ განაკვეთზე).

ფუნქციები და მოვალეობები: მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზაციის ანგარიშების, კვლევებისა და სხვა პროდუქტებისთვის ინფოგრაფიკებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციების შექმნა სამიზნე აუდიტორიისთვის მონიტორინგისა და კვლევის ძირითადი მიგნებების უკეთ აღსაქმელად. მის ფუნქციებში შედის ვიზუალურ მასალების მომზადება როგორც საბეჭდად, ასევე ორგანიზაციის სოციალური მედიისა და ვებ პლატფორმებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე. დიზაინერი იმუშავებს ნახევარ განაკვეთზე და არ მოუწევს ყოველდღიურად ორგანიზაციის ოფისში მუშაობა, თუმცა უნდა შეეძლოს რეგულარულ შეხვედრებში მონაწილეობა სასურველი დიზაინის დაგეგმვისა და განხილვისთვის. დიზაინერი უშუალოდ დაქვემდებარებულია PR და კომუნიკაციის მენეჯერთან, მაგრამ პროდუქტის კონტენტიდან გამომდინარე მუშაობს აგრეთვე მონაცემთა ანალიტიკოსთან ან მკვლევართან ერთად. 

დიზაინერის მოვალეობებში შედის:

** ISFED-ის სოციალური მედიის არხებისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
** .gif ფაილების დამზადება;
** ინფოგრაფიკებისა და ფაქტოგრაფების მომზადება როგორც სოციალური მედიის, ასევე ვებ პლატფორმებისთვის;
** საბეჭდი მასალების კრეატიული გაფორმება (ანგარიშები, კვლევები, ბროშურები, და ა.შ.);
** საჭიროებისამებრ, სხვა ვიზუალური მასალების მომზადება ორგანიზაციისა და მისი პროექტებისთვის (მათ შორის მარტივი გრაფიკული ანიმაციების, სოციალური ქსელების პროფილისა და cover ფოტოების და ა.შ.).

კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** Adobe Creative Cloud-ში შემავალი იმ პროგრამების სრულყოფილი ცოდნა, რომელიც განკუთვნილია ვიზუალების შექმნისა და რედაქტირებისთვის (Photoshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა სავალდებულოა. სასურველია InDesign დიდი ზომის პუბლიკაციებისთვის)
** ინფორმაციული დიზაინის (information design) ცოდნა (სასურველია გამოცდილება მონაცემთა ვიზუალიზაციის კუთხით);
** სოციალური ქსელებისა და ინტერნეტისთვის განკუთვნილი მასალების მომზადების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ინოვაციურობა და კრეატიულობა;
** ინიციატივიანობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ჯგუფური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/ენერგიულობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

კონსკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოგზავნონ: რეზიუმე (CV) და საკუთარი დიზაინერული ნამუშევრების პორტფოლიო. საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 სექტემბერი.

არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შეჩეული კანდიდატები.

ორგანიზაციის შესახებ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესების სანდოობის ხელშეწყობა; დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა; დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.

 

წყარო: http://jobs.ge

ნახვების რაოდენობა : 1093

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge