იდეების კონკურსი - შეცვალე რუსთავი!

23 ოქტომბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო", შვედეთის მთავრობისა და ქალაქ რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსს ქალაქ რუსთავის ახალგაზრდებისთვის.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მობილიზებასა და ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

რას შეცვლიდი შენს უბანში ან ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით? როგორ შეძლებ შენი სამეზობლოს გამოცოცხლებას? უამრავი შესაძლებლობაა, რომ შენს გვერდით მცხოვრები ადამიანები საერთო მიზნისთვის გააერთიანო, შენი სამეზობლოს/მეგობრების მონაწილეობით სასარგებლო საქმეები გააკეთო, გაალამაზო შენი ქუჩა, უბანი, გადაჭრა თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, ითანამშრომლო ადგილობრივ ხელისუფლებასთან და აჩვენო ერთად მოქმედების საუკეთესო მაგალითი. რა ჭირდება შენს უბანს? ეზოს გამწვანება, სათამაშო მოედნის აშენება, ახალგაზრდული თავშეყრის ადგილის მოწყობა, ნარჩენების კომპოსტირება, გარემოსდაცვითი საკითხების წამოწევა, მიტოვებული სივრცეების გამოცოცხლება, ველოსიპედების პარკინგი, კამპანია საზოგადოებრივი სივრცის დასაცავად თუ სხვა რამ? რა შეგიძლია შენ და სხვა რუსთაველმა ახალგაზრდებმა გააკეთოთ რუსთავისთვის, რომ შეცვალოთ გარემო უკეთესობისკენ? წარმოადგინე იდეა, მოიპოვე თქვენი ერთობლივი ინიციატივისთვის საჭირო ნივთები, ჩართე სხვებიც! შეცვალეთ რუსთავი ერთად!

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?

იდეის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ რუსთაველ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს (15-დან 29-წლის ჩათვლით). თუმცა, იდეის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სხვადასხვა ასაკის მოხალისეთა ჯგუფს.

სად უნდა განხორციელდეს იდეა?

იდეის განხორციელება უნდა მოხდეს ქალაქ რუსთავში, ამავე ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ.

რა ტიპის იდეები დაფინანსდება?

ნებისმიერი სოციალურ ინიციატივა, რომელსაც შეუძლია დადებითი ცვლილებების მოხდენა. კონკურსის თემატიკა შეიძლება იყო:

** სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე/ან გარემოსდაცვით საკითხზე ადვოკატირების კამპანია, ცნობიერების ამაღლების კამპანია;
** მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა;
** სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებისთვის;
** სათემო ინფრასტრუქტურული ინიციატივები;
** გარემოსდაცვითი ინიციატივები;

რამდენია ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი?

რუსთავის იდეებისთვის გამოყოფილი კონკურსის მთლიანი ბიუჯეტია 50 000 ლარი, რომელიც გადანაწილდება სულ მცირე 10 გამარჯვებულ ინიციატივაზე. ამასთან, `ორბელიანის` მიერ დაფინანსებული ინიციატივის ბიუჯეტი, როგორს წესი განსხვავებულია, და დამოკიდებულია ინიციატივის შინაარსზე და მისთვის საჭირო ნივთების ღირებულებაზე. გაითვალისწინეთ, რომ იდეების შეფასებისას ეკონომიურობა/მოთხოვნილი ნივთების შეფასება მოსალოდნელ შედეგთან ინიციატივის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. 

როგორ შევავსოთ განაცხადი?

შეავსეთ მარტივი განაცხადი ჩვენს ინტერნეტ პლატფორმაზე (app.orbeliani.net) და მიუთითეთ ნივთი/ნივთები, რაც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ. გამარჯვების შემთხვევაში იდეის ავტორს მოთხოვნილი ნივთი/ნივთები გადაეცემა და/ან სერვისის ხარჯი აუნაზღაურდება. პლატფორმაზე მხოლოდ გამარჯვებული იდეები გამოქვეყნდება. 

იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. "ორბელიანი" არ ანაზღაურებს იდეის ავტორის და ჩართული პირების მიერ გაწეულ სამუშაოს ხელფასის ან ჰონორარის სახით.

იდეების შემოტანის ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი

იდეების განხორციელება უნდა დაიწყოს ნოემბრის 20 რიცხვიდან - https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/

კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო გიორგაძეს, პროგრამის კოორდინატორს nino@orbeliani.net ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.

ორბელიანის შესახებ:

"ორბელიანი" ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა საქართველოში საზოგადოების სარგებელზე ორიენტირებული სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად. ბოლო სამი წლის განმავლობაში "ორბელიანმა" მხარი დაუჭირა მოქალაქეთა ინიცირებულ 220 პროექტს, რომლის განხორციელებაშიც 4,000-ზე მეტი ადამიანი მოხალისეობრივად იყო ჩართული. დაფინანსებული იდეების სანახავად ეწვიეთ app.orbeliani.net 

 

წყარო: http://jobs.ge/194129/ 

ნახვების რაოდენობა : 163

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge