იდეების კონკურსი - „მშობლები ბულინგის წინააღმდეგ“

16 ნოემბერი 2018

სოციალური ცვლილებისკენ მიმართული კამპანია „დაინახე ყველაფერი“ საშუალო სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს.

კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება მშობლების ერთობლივი ინიციატივით შემუშავებული, სკოლაში ბულინგის პრევენციის ან მასთან ბრძოლის ყველაზე საინტერესო იდეა. კონკურსში მონაწილეობის ინიციატორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელია. მან უნდა მოძებნოს ერთი ან რამდენიმე თანამოაზრე და მათთან და სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით წარმოადგინოს იდეა, თუ რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენებოდეს მათ სკოლაში ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების მიერ, ბულინგის პრევენციისთვის, ბულინგის ნიშნების ამოსაცნობად, ან ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ინიციატივა შეიძლება წარმოადგენდეს:

  • საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც მშობლები სკოლაში გაუძღვებიან სხვა მშობლების და სკოლის ადმინისტრაციის და მოსწავლეების მობილიზაციისთვის
  • პრობლემის მოგვარების კონკრეტულ მექანიზმს, რომლის დანერგვის შედეგადაც მხარეებს ინფორმაციის გაცვლის და პრობლემის წამოჭრის და მოგვარების საშუალება მოეცემათ.

კონკურსის მიზანია, წაახალისოს თანამშრომლობის პრინციპებით პრობლემების მოგვარების გზების ძიება და ურთიერთობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებსა და იმ მშობლებს შორის, ვის ბავშვებსაც შეზღუდული შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2-5 მშობლისგან შეიძლება შედგებოდეს, ორივე მხარეს უნდა აერთიანებდეს.

კონკურსის მექანიკა:

  • 13 ნოემბერი - კონკურსის გამოცხადება
  • 2 დეკემბერი - იდეების წარდგენის ბოლო ვადა
  • 7 დეკემბერი- გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოვება

იდეების კონკურსში გამარჯვებული იდეის განხორციელების ფონდი 1000 ლარია. გამარჯვებული იდეის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია, ეს თანხა იდეის განხორციელებას მოახმაროს.

კონკურსში მონაწილეობისთვის:

შეავსეთ აპლიკაცია და გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: thea.g@actionprgroup.com,

2 დეკემბრის 24.00 მდე.

გამარჯვებული იდეის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი გადაიღებს მცირე საინფორმაციო ვიდეოს და გაავრცელებს „დაინახე ყველაფერი”-პლათფორმაზე.

წყარო

ნახვების რაოდენობა : 422

კომენტარი

მთავარი ამბავი

ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს
21 თებერვალი 2019
პატივცემულო ელჩებო, მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრებს. მართლმსაჯულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge