იდეების კონკურსი - კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური ინტეგრაციისთვის

11 სექტემბერი 2018

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“, აცხადებს იდეების კონკურსს სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“   ფარგლებში.

საგრანტო კონკურსის მიზანი:

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით. 

იდეების კონკურსი ცხადდება ორი მიმართულებით:

ლოტი 1.  ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების ინტეგრაციის  და დასაქმების ხელშეწყობა.

ლოტი 2. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და დასაქმება #16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ინტერესი ან/და უკვე მუშობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 11  ოქტომბერი 2018 წელი, 18:00 სთ.

საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე:  social.enterprise.ge@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საგრნტო განაცხადის სახელმძღვანელო (ჩამოსატვირთად მიაჭირეთ აქ).

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად (ჩამოსატვირთად მიაჭირეთ აქ).

არასრულად, განსხვავებული ფორმით შევსებული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის 

საკონსულტაციო შეხვედრა:

კონკურსის I ეტაპზე, კონცეფციის განაცხადების მიღების პერიოდში,  ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დამატებითი ინფორმაციას საკონსულტაციო შეხვედრის ადგილი და საათი ცნობილი გახდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მედიის საშუალებით. (www.facebook.com/CSRDG/)

სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

საკონტაქტო პირი: ანა ილურიძე, ტელ: (+995 32) 2399019/16, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა.

წყარო: http://segeorgia.org

ნახვების რაოდენობა : 181

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge