GCSD აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს რეგიონული ორგანიზაციებისთვის

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) ახორციელებს პროექტს „ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ინიციატივა საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის. სამიზნე რეგიონებია აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და კახეთი (ახმეტის მუნიციპალიტეტი).
კონკურსის მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და კახეთი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის (resilience) გაზრდას, ასევე სოციალური დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას. აგრეთვე, პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოში რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის (ყველა ფორმის) რისკების შემცირება.
კონკურსი გამოცხადებულია ადგილობრივი არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებული არიან და მუშაობენ აჭარის, გურიის, ქვემო ქართლის და კახეთის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) რეგიონებში.
თითოეულ რეგიონში შერჩეული ორგანიზაცია მიიღებს გრანტს მაქსიმუმ $4,000-ის ოდენობით. ორგანიზაციები შეირჩევა პროექტის საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადსა და თანამშრომლების კვალიფიკაციაზე დაყრდნობით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, განაცხადის შესახებ სრული ინფორმაცია და მოთხოვნილი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე -goo.gl/vwfTeK
კომენტარი