ფოტო კონკურსი "საქართველო დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ"

19 აპრილი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი" აცხადებს ფოტო კონკურსს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

კონკურსის ფარგლებში 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდა ფოტომოყვარულებს ექნებათ საშუალება მოგვაწოდონ მათ მიერ გადაღებული ფოტოსურათები თუ როგორ ხედავენ საქართველოს დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ. 15 მაისამდე მითითებული აპლიკაციის საშუალებით არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეთა ფოტო მასალას, ხოლო 15 მაისს განთავსდება ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

კონკურსის მიმდინარეობა 15 მაისიდან - 15 ივნისამდე. 

ფეისბუქ მომხმარებელთა მოწონების საფუძველზე კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული - I, II, III ადგილი.

პრიზები:

** I ადგილი - პლანშეტი და სპეციალური პრიზი
** II ადგილი - "ბიბლუსი გალერეა"-ს 150 ლარიანი ვაუჩერი და სპეციალური პრიზი
** III ადგილი - "ბიბლუსი გალერეა"-ს 100 ლარიანი ვაუჩერი და სპეციალური პრიზი

20 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოიწონონ ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდი და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://www.facebook.com/FreeDemocraticInstitute/

https://www.facebook.com/FreeDemocraticInstitute/?hc_ref=ARRbOtw56FMEFer0pj13K0xXJiIxBHUqndLlokgRueo4M90Zm5ggPmwWgks9I8ZFu7A&fref=nf

წყარო: http://jobs.ge/172986/ 

ნახვების რაოდენობა : 1010

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge