ესსეების კონკურსი

18 თებერვალი 2019

გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“ პროექტის „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ ფარგლებში აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „ადამიანის უფლება ირღვევა მაშინ,როდესაც...“

კონკურსის მიზანია ადამიანის უფლებათა საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესე?
შრიფტი: Sylfaen
შრიფტის ზომა: 11
ინტერვალი: 1.5
ესეს მოცულობა: 1000-1500 სიტყვამდე
აკადემიური სტილი: სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიო. წყარო უნდა მიეთითოს ორიგინალ ენაზე, შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში- მიეთითოს წიგნის დასახელება,ავტორი(ები)ს სახელი და გვარი, გამოცემის დასახელება,გვერდები და წელი.
ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:
1. ესსეს სათაური
2. ავტორის სახელი და გვარი
3. სკოლა, კლასი
4. ესსე
5. გამოყენებული ლიტერატურა

ესსეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მარტი 18:00 საათი.

მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:
ავტორმა ესეს ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე- takomalania@gmail.com და სათაურის ველში მიეთითოს „ესეების კონკურსი“. ესე შეფასების კომისიის მიერ განიხილება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598289595; 598402575

ნახვების რაოდენობა : 1250

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge