დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი აცხადებს სტაჟირების პროგრამას

14 სექტემბერი 2018

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" (NCCE) სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს იწვევს სტაჟირების ექვსთვიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ქსელის რეგიონულ ოფისებში.

"​დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის​"​ მისია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის წახალისებაა. საქართველოს მასშტაბით ქსელი აერთიანებს ათ ცენტრს ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯსა და ქუთაისში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს​, ახალგაზრდებს და ზოგადად, დაინტერესებულ მოქალაქეებს​ სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გასამართად. 
ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში მოქალაქეებს, საჯარო, კერძო და არასამეწარმეო ინსტიტუტებს შორის დიალოგის ხელშეწყობის გზით, ასევე, ინფორმაციაზე და შესაძლებლობების განვითარებაზე წვდომის უზრუნველყოფის, ადვოკატირებისა და ქსელური კონტაქტების განვითარების გზით. ქსელის მიერ განხორციელებული პროექტების ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, განავითაროს და წაახალისოს სამოქალაქო ინიციატივები და გაზარდოს ქალთა, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და უმცირესობათა ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში​.

სტაჟირება ნახევარგანაკვეთურია და ექვსი თვის მანძილზე გაგრძელდება. ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ხუთი თვის მანძილზე სტაჟიორი მიიღებს სტიპენდიას. 

სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. 

სტაჟიორი ანგარიშვალდებულია ცენტრის კოორდინატორის წინაშე და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კოორდინატორის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. უფრო კონკრეტულად, სტაჟიორის მოვალეობებია:

** ცენტრში დასაორგანიზებელი შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის მონაწილეთა აღრიცხვა, ღონისძიებების ფოტოგადაღება, ტექნიკური და ლოფგვჯისტიკური დახმარება, მონიტორინგისა და შეფასების მონაცემთა ბაზის შევსება და შეხვედრების ოქმის წარმოება;
** ყოველთვიური საინფორმაციო და პროგრამული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების თვალყურის დევნება და შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება;
** ცენტრის პროგრამული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ცენტრის მიერ განხორციელებული წარმატებული ისტორიების მომზადება სოციალური მედიისთვის;
** ცენტრის მომხმარებლებთან ურთიერთობა, მათ შორის ჯავშნების მიღება და კალენდრის განახლება; 
** კოორდინატორის დახმარება სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაში. 

სასურველი კვალიფიკაცია:

** სტუდენტი, უფროსკლასელი, სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის ახალდამთავრებული;
** რეგიონის სპეციფიკის კარგი ცოდნა;
** ძლიერი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** სასურველია სამოქალაქო აქტივობებში, სათემო ინიციატივების განხორციელებაში და/ან მოხალისეობრივ საქმიანობებში მონაწილეობის გამოცდილება;
** ინტერპერსონალური ურთიერთობის და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების მითითებით; გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

საბუთები უნდა გამოაგზავნოთ ელექტონულ ფოსტაზე: info@ncce.ge

ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "სტაჟირება ...-ში" (მიუთითეთ იმ ქალაქის დასახელება, სადაც გსურთ სტაჟირების გავლა).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 25 სექტემბერი, 19:00 სთ.

 

წყარო: http://jobs.ge

ნახვების რაოდენობა : 213

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge