ბიზნესის მართვის ტრენინგი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის

02 ნოემბერი 2018

სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეწარმეების შესარჩევად ბიზნესის მართვის ტრენინგში მონაწილეობისთვის პროექტის "ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის" ფარგლებში.

პროექტის მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის არის ერთწლიანი ინიციატივა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ხოლო აზერბაიჯანში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია "დასავლეთის რესურსი სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისთვის". პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის საქართველო - აზერბაიჯანის პროგრამის ფარგლებში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში საცხოვრებელი პირობები და შექმნას ხელსაყრელი გარემო ეკონომიკური ზრდისა და თემთა შორის თანამშრომლობისთვის.

პროექტის სამიზნე რეგიონებია საქართველოში ქვემო ქართლის რეგიონიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ხოლო აზერბაიჯანში განჯის რეგიონიდან გაზახის და აღსტაფას მუნიციპალიტეტები.

საკონკურსო პირობები:

"ბიზნესის უნარების გაძლიერების" ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მოქმედ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც საქმიანობენ სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში და სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარები. ტრენინგის ჩატარების ვადებია 15 და 16 ნოემბერი, 2018 წელი. ტრენინგი ჩატარდება თბილისში. ტრენინგის პროგრამისა და მონაწილეთა განთავსების ხარჯები უზრუნველყოფილია პროექტის მიერ. 

ტრენინგის მოდული შემუშავებულია ისეთი ასპექტების გათვალისწინებით, როგორიცაა:

** ბიზნესის/ტრანსასაზღვრო ბიზნესის განვითარება
** ფინანსური მართვა და ფინანსურ რესურსებზე წვდომა
** ინტერკულტურული ბიზნეს კომუნიკაცია, მარკეტინგი და ვაჭრობა
** პოტენციური ბაზრების გამოვლენა ტრადიციული და თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით 
** სავაჭრო და ბიზნეს პარტნიორობების განვითარება
** სოფლის მეურნეობის პროდუქციის საბაჟო რეგულაციები აზერბაიჯანსა და საქართველოში

საჭიროების შემთხვევაში, სიდას ტრენერები მეწარმეებს გაუწევენ ინდივიდუალურ კონსულტაციას ბიზნეს გეგმის შედგენის, ბიზნესის განხორციელების ტექნიკური ასპექტების და საჭირო რესურსებზე წვდომის საკითხებზე.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის თანდართული ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: n.chitorelidze@cida.ge არაუგვიანეს 10 ნოემბრისა

შერჩეულ კანდიდატებს ტრენინგში მონაწილეობის შესახებ შეტყობინება გაეგზავნებათ არაუგვიანეს 12 ნოემბრისა.

წყარო: http://jobs.ge

ნახვების რაოდენობა : 138

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge