"ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს

15 ოქტომბერი 2018

სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემოტანილი საგრანტო პროექტები. კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში - "ახალგაზრდობა ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" - რომელსაც ფონდი ახორციელებს Save the Children International-თან პარტნიორობით. ხსენებული პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის EU4Youth ინიციატივა. კონკურსს ფარგლებში საგრანტო პროექტების (წინადადებების) მიღება მოხდება ა/წ 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე). პროექტების ხანგრძლივობა განისაზღვრებამაქსიმუმ 10 თვე და უნდა მთავრდებოდეს 2019 წლის 1 ნოემბრამდე.

პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის ზრდის ხელშეწყობა მათი არაფორმალური განათლებისა და მათ დასაქმების მიზანზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით.

მოცემული კონკურსი ცხადდება ქვეპროგრამის ფარგლებში, რომლის სახელია "დასაქმება და არაფორმალური განათლება".

შემოტანილი საპროექტო განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს ქვეპროგრამის ორივე დასახელებულ პრიორიტეტს: 1. სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა; 2. სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი პროექტის (საგრანტო პროექტი) უშუალო სამიზნე ჯგუფი (ბენეფიციარები) უნდა მოიცავდეს 16 - 29 წლის ასაკის მოწყვლად ახალგაზრდებს კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონკურსის გზამკვლევი.

საკონსულტაციო დღეები: 

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 2018 წლის 17.10, 24.10, 31.10 და 07.11-ში 15.00 საათზე "საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" საკონფერენციო დარბაზში (I სართული). მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76ბ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

პროექტები მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით. დაინტერესებული ორგანიზაციები საგრანტო პროექტის წარმოდგენამდე უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის ვებგვერდზე და ამის შემდეგ შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია. იხილეთ სარეგისტრაციო ბმული.

საგრანტო პროექტები მიიღება 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 10 ნოემბრის 18:00 საათამდე. დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია: ქვე-პროგრამა: "დასაქმება და არაფორმალური განათლება", ავთანდილ ხანთაძე - 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge

იხილეთ შემდეგი ბმულები:

როგორ დავწერო პროექტი (კონკურსის გზამკვლევები): http://fondi.gov.ge/menuid/18/lang/1 
მიმდინარე კონკურსის ელექტრონული აპლიკაცია: http://fondi.gov.ge/menuid/58/lang/1

 

წყარო: http://jobs.ge/193152/ 

ნახვების რაოდენობა : 1065

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge