წინასაარჩევნო დავები: საარჩევნო ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი

28 მარტი 2018

ბოლო წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გამჭვირვალობის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თუ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. მხოლოდ 2017 წელს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი საერთაშორისო ჯილდო აიღო გაწეული საქმიანობისთვის. 2017 წელს ჯილდო აიღო ასევე ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისათვის. მსგავსი ჯილდოები წარმატებული საქმიანობის აღმნიშვნელია. აქვე ისმის კითხვა წარმატებული იყო თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა ყველა მიმართულებით. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავების განხილვის კუთხით წარმატებულად ვერ შეფასდება. საარჩევნო დავების სწორად გადაწყვეტა ერთ-ერთი საშაულებაა სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნის პროცესში. ამ კუთხით, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც კანონმდებლობით განსაზღვრული სახის დავების განხილვა- გადაწყვეტა ევალება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან უნდა უზრუნველყოს სწორი პრაქტიკის დამკვიდრება, რაც შესაბამისობაში იქნება საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებთან და სულისკვეთებასთან. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებებით ხელი უნდა შეუწყოს მაღალი სატანდარტის დამკვიდრებას, რაც თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრების წინაპირობა იქნება. 

ამის საპირისპიროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ რამდენიმე პრეცედენტულ საქმეზე წამოჭრილ გამოწვევებს სათანადოდ ვერ უპასუხა. მის მიერ საარჩევნო ნორმების გამოყენება სრულად ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კანონმდებლობის დანიშნულებას. საარჩევნო დავების გადაწყვეტის მხრივ ადმინისტრაციის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა არასამთავრობო სექტორმა, მიიჩნია რა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ვიწროდ განმარტავდა ნორმებს და თავს არიდებდა პასუხისმგებლობის აღებას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. 

მოცემულ დოკუმენტში მიმოვიხილავთ, თუ რატომ არის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა საარჩევნო დავების კუთხით პრობლემატური; რამ გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უარყოფითი შეფასება; საარჩევნო ადმინისტრაციის რომელი გადაწყვეტილებები იყო ყველაზე მიუღებელი და რა პრაქტიკა დაამკვიდრა საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე.

წინასაარჩევნო დავები საარჩევნო ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი 

წყარო: http://www.isfed.ge

 

ნახვების რაოდენობა : 715

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge