უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძველს აღარ წარმოადგენს

27 სექტემბერი 2018

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძველს აღარ წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთო ჯამში დადებითად აფასებს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს - კერძოდ პოზიტიურია მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ისევე, როგორც მოქალაქეობასთან დაკავშირებული რიგი საკითხების კანონის დონეზე დარეგულირება, ნაცვლად კანონქვემდებარე აქტებისა.

თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს იმ ხარვეზების შესახებაც რომელიც არსებულ ნორმებს გააჩნიათ. კერძოდ:

• კანონპროექტის ინიცირების პროცესში არ იყო ინიციატორის მხრიდან შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილი მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოში ცხოვრების პერიოდის გაზრდასთან დაკავშირებით

• როდესაც საუბარია სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ბუნდოვანია და არ არის გამჭვრეტადი რას უნდა დაეფუძნოს საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობის ფაქტი. ამ მხრივ, დამაზუსტებელი ჩანაწერის არსებობა კანონში მიზანშეწონილი იქნებოდა

• პირთა უფლებრივი მდგომარეობის სათანადოდ განსაზღვრისათვის, მნიშვნელოვანია რომ სრულად შენარჩუნდეს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოს გზით გასაჩივრების უფლება.

 
 
 
წყარო: https://www.transparency.ge
ნახვების რაოდენობა : 64

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge