სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი

12 ივლისი 2017

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით, სასტუმრო თბილისი მერიოტში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის თემა იყო სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი.

კვლევა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოს ექვს ქალაქში ჩატარდა, გამოიკითხა თელავის, გორის, ახალციხის, ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მედიაექსპერტები.

კვლევა ორი კომპონენტისგან შედგება - ერთი ნაწილი მიმოიხილავს ეთნიკური, რელიგიური  უმცირესობების, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ლგბტ თემისადმი საქართველოს ექვსი ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებში არსებულ განწყობებს, ხოლო მეორე ნაწილში შეფასებულია უმცირესობების მიმართ მედიის ზოგადი დისკურსი და სტუდენტების  განწყობებზე მედიის გავლენა.

პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლება და მედია. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კვლევის ძირითადი მიგნებები

 

კვლევა იხილეთ ბმულზე

 

წყარო: http://www.osgf.ge/ 

ნახვების რაოდენობა : 2653

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge