საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაწეული ხარჯები

28 მარტი 2018

საქართველოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები. საერთო ჯამში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს ხარჯი 35 %-ით შემცირდა.

2016-2017 წლებში ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის სკოლებისთვის იყო გამოყოფილი, 2016 წელს 8,740,398 ლარი, 2017 წელს კი – 7,098,263.

2016 წელს, თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი თანხა შიდა ქართლის რეგიონზე დაიხარჯა – 4,204,636 ლარი, ყველაზე ცოტა კი აჭარაზე – 32,466. ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა 2017 წელსაც და დედაქალაქის შემდეგ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონს გამოეყო – 5,482,118 ლარი. აჭარის რეგიონზე დახარჯული თანხა კი, წინა წელთან შედარებით, 91 %-ით შემცირდა და მხოლოდ 1,727.75 ლარი შეადგინა.

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები გაიზარდა შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, მცხეთა-მთიანეთში თითქმის იგივე დარჩა, ხოლო სხვა ყველა რეგიონში შემცირდა.

რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, ამ პერიოდში განათლების სამინისტრო ხარჯების რეგიონების მიხედვით აღრიცხვას არ აწარმოებდა.

2014-2017 წლებში, საერთო ჯამში, სკოლების რეაბილიტაციაზე 123 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები პირდაპირ პროპორციული არ არის სკოლების რეგიონების მიხედვით განაწილებასთან. საქართველოში ყველაზე მეტი საჯარო სკოლა იმერეთშია, ხოლო აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში თითქმის თაბარი რაოდენობაა – 230-დან 240-მდე. ყველაზე ცოტა კი – 67 საჯარო სკოლა – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.

სკოლების რეაბილიტაციის ხარჯების შემცირების საკითხი მოხვდა ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს 65%-ით ნაკლებ სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობდა შემთხვევები, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ჭირდებოდათ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა, ამგვარი სამუშაოები არ ჩატარებულა.

 

წყარო: http://www.datalab.ge

ნახვების რაოდენობა : 704

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge