რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი

26 ივლისი 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას.

კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 30 ნოემბერს მიღებული N25 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს ადგენს.
  • მერიისა და საკრებულოს საერთო ვებ-გვერდზე (http://ambrolauri.gov.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;
  • ამასთან, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის გამოყენება რთულია, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.

დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა დამერიის საერთო ვებ-გვერდზე, იხილეთ გრაფიკებზე:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემები, შეასრულონ 2017 წლის 30 ნოემბერს მიღებული N25 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციააა, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.

ნახვების რაოდენობა : 589

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge