ონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს

17 აგვისტო 2018

ონის მუნიციპალიტეტი ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციას არაჯეროვნად აქვეყნებს, მას არც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი აქვს მიღებული[1], რითაც არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტეს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღო.

ჩვენ გადავამოწმეთ ონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი  (http://oni.gov.ge/), მისი გამჭვირვალობის და ინფორმირებულობის დონე კი მუნიციპალიტეტის უმრავლესობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად შევაფასეთ. 

როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ონის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ვებ-გვერდზე არ აქვეყნებს.

დეტალური მონაცემები იხილეთ გრაფიკებზე:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  ონის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს:

უახლოეს დროში შეასრულოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტი, ასევე უზრუნველყოს ინფორმაციისსრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

 


[1] საკრებულომ 2016 წლის 21 იანვარს მიღებული N4 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი; თუმცა იმავე წლის 26 აგვისტოს N 18 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოაცხადა

 
წყარო: https://www.transparency.ge
ნახვების რაოდენობა : 480

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge