მუნიციპალიტეტების ნაწილს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი ამ დრომდე არ აქვს მიღებული

27 მარტი 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა, აქვთ თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, იმერეთისა დასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეების მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მეტიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს დღემდე არ აქვს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დადგენილი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ, აღნიშნული ვალდებულება კი დღემდე არ აქვთ შესრულებული:

  • აჭარის შემთხვევაში: ქობულეთის მუნიციპალიტეტს;

  • იმერეთის შემთხვევაში: ხარაგაულის მუნიციპალიტეტს;

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის შემთხვევაში: მარტვილის მუნიციპალიტეტს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევებისა და რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მიიღეს ხელვაჩაურის,  მესტიისზუგდიდისხობისა  და სამტრედიის საკრებულოებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ხობისა და სამტრედიის საკრებულების მიერ მიღებული დადგენილებები არ არიან შესაბამისობაში მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ვფიქრობთ, რომ მათი მიღება წინგადადგმული ნაბიჯია - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ხობისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები დადგენილების სრულყოფის მიზნით.

აქვე, აღსანიშნავია, რომ აჭარის, იმერეთისა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე უკეთ საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს: აჭარაში - ბათუმის მუნიციპალიტეტი; იმერეთში - საჩხერის მუნიციპალიტეტი; სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს:

  • ქობულეთის, ხარაგაულის, სამტრედიის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს უახლოეს ხანებში შეასრულონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

  • ასევე ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა/განახლება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წყარო: http://www.transparency.ge

ნახვების რაოდენობა : 744

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge