კვლევა ► „დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში“

16 თებერვალი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნა მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, ამ რეფორმამ სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზირების, დემოკრატიული მოწყობის, ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მყარი გარანტიები ვერ შექმნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახურულობის პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია მისი საქმიანობის ეფექტიანი მონიტორინგი და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავმოყრილია ჭარბი კომპეტენცია, მათ შორის, ისეთი ფუნქციები, რაც უსაფრთხოების სამსახურის ბუნებასთან შეუთავსებელია. მაგალითად, სამსახურის ფუნქციებში შედის დანაშაულის (მათ შორის, კორუფციული დანაშაულების) გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა რეფორმის პირველ ნაბიჯად დაანონსდა, ძირეული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში არ გაგრძელებულა. ამდენად, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეფორმის ახალი ეტაპის დაწყება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ერთობლივი კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები – „დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში”- იხილეთ ბმულზედემოკრატიული რეფორმები

 

წყარო: https://emc.org.ge

ნახვების რაოდენობა : 1225

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge