ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები

13 ნოემბერი 2017

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისის, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქების ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდა. სადამკვირვებლო მისია 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მონაცემებზე დაყრდნობით, ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა საარჩევნო უბნების 99.7%-ზე, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება პირველი ტურის მონაცემისგან (99.3%). გამონაკლისს წარმოადგენდა, ოზურგეთის #59 საარჩევნო უბანი დაბა ნასაკირალში, სადაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას, რაც ოზურგეთის ოლქში მერის არჩევნების შედეგეზე გავლენას მოახდენდა. მიუხედავად ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის მთლიანობას საფრთხე არ შექმნია და საბოლოოდ ამომრჩევლის ნება შემაჯამებელ ოქმში სათანადოდ აისახა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 15, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 18 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 4 შენიშვნა.

 

არჩევნების დღის შედეგები  

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში. ორგანიზაციამ ინფორმაცია დამკვირვებლების 99.7%-ისგან მიიღო. 

ოზურგეთი 

  • №41ბეგლარ სიორიძე- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 49.89% 
  • №42კონსტანტინე შარაშენიძე- საინიციატივო ჯგუფი - 50.11% 

ბორჯომი 

  • №8ზაზა ჩაჩანიძე- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 45.05% 
  • №41 ლევან ლიპარტია- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო -54.95% 

ხაშური 

  • №41გიორგი გურასპაშვილი- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 61.05% 
  • №42რამაზ ნოზაძე- საინიციატივო ჯგუფი - 38.95% 

ყაზბეგი 

  • №3სანდრო ყამარაული- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო -31.05% 
  • №41ალექსანდრე ზაგაშვილი- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 68.65%  

ქუთაისი 

  • №5გრიგოლ ვაშაძე- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12.93%
  • №41გიორგი ჭიღვარია- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 87.07%

მარტვილი

  • №5მამუკა დანელია- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 6.96%
  • №41ალექსანდრე გრიგალავა- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო- 93.04%

დარღვევები

ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობისას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #59-ე საარჩევნო უბანზე, დაბა ნასაკირალში, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა და შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის ცუდად ყოფნის მიზეზით. ამ პერიოდში, ღამის 12 საათის შემდეგ, უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ მუშაობისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა მოახერხეს საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანებისგან დაცვა. მოგვიანებით, შეჭრილმა პირებმა დატოვეს უბანი და შესაძლებელი გახდა შემაჯამებელი ოქმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ომის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #59-ე საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცესში ნამდვილი ბიულეტენები, რომელზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია, რაზეც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინა.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე 17 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით. ბიულეტენებით არჩევანი პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული.
  • კენჭისყრის დასრულების შემდეგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხაშურის #32 უბნის მიმდებარედ, სადაც უბნის გარეთ შეკრებილი იყვნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, რომელთაგან ნაწილი უბანზე შესვლას ცდილობდა და უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა. თუმცა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები თავადვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რადგან რამდენიმე მათგანს უბანზე შესვლა არ სურდა. საბოლოო ჯამში, სამართალდამცველებმა მათ უბანზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. მოგვიანებით „ქართული მარშის“ წევრებმა გადაინაცვლეს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში, რომლის მიმდებარედ დაპირისპირება მოუვიდათ „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებთან. პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც მალევე გამოუშვა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.მისია ასევემხარს უჭერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება ხორციელდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კონტრიბუციით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოაარ გამოხატავდესUSAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგერმანიის, ბრიტანეთის საელჩოს ან NED-ის  შეხედულებებს.

 

წყარო: http://www.isfed.ge/main/1314/geo/ 

ნახვების რაოდენობა : 637

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge