კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები

21 დეკემბერი 2017

20 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა და სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გახსნეს.

ღონისძების მეორე ნაწილი დაეთმო დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების წარდგენას, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა იმ შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რომელიც არსებობს ბიზნეს სექტორში ბენეფიციართა ჯგუფის შრომითი რეაბილიტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

დასაქმების ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 115 ბიზნეს ორგანიზაციამ, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების განათლებისა და დასაქმების დაჭიროებების გამოვლენის კვლევაში ჩაერთო 291 ბენეფიციარი. კვლევა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ: 

> გასამართლების შემდეგ დაახლოებით 2-ჯერ იზრდება უმუშევართა რაოდენობა;

> ის პროფესია და კვალიფიკაცია, რომელიც აქვთ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის მქონე და განრიდებულ პირებს, არ არის თანხვედრაში დამსაქმებელთა მოთხოვნებთან; 
> უმუშევრობა და ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში განაპირობებს განმეორებით დანაშაულს; 
>კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს გადაჭარვებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე და დაუსაქმებლობის შემთხვევაში კარგავენ სამსახურის მოძიების მოტივაციას; 
> გასამართლების შემდეგ კვლევის მონაწილე ბენეფიციართა 58,8%-ისთვის შემცირდა ოჯახის შემოსავალი, 11,5%-ისთვის გაიზარდა ხარჯები, მაშინ როდესაც მონაწილეთა 10% სოციალურად დაუცველია. 
> დასაქმების სასურველ სფეროებად გამოიკვეთა ბიზნეს სექტორი და სოფლის მეურნეობის სფეროები; 
> კვლევის მონაწილე ბიზნეს ორგანიზაციებიდან მეოთხედმა გამოთქვა მზაობა დაასაქმოს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: goo.gl/fQ7Trr

კვლევა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან პარტნიორობით.

 

წყარო: http://www.cida.ge

ნახვების რაოდენობა : 734

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge