არჩევნები 2017: შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი #7

12 დეკემბერი 2017

საია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდებოდა.

მონიტორინგის მიზანს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით, პროექტის  „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში, განხორციელდა, წარმოადგენდა:

- ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების, სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;

-  ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის;

- გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა, კერძოდ კი, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ტენდენციებზე და ყურადღების გამახვილება იმ ხარვეზებზე, რომლებიც თან ახლავს საარჩევნო პროცესებებს;

- საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირება და არჩევნების დასრულების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.


2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინამდებარე შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი #7 (ივნისი-ნოემბერი 2017წ.) მოიცავს:

- როგორი იყო სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე ?

-  საარჩევნო დავების ტიპები და არსებული გამოწვევები;

- ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემო: როგორია საქართველოში პოლიტიკური უფლებების რეალიზების მდგომარეობა?


შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი #7-ის სრული ვერსია იხ. თანდართულ დოკუმენტში.


წყარო: https://www.gyla.ge

ნახვების რაოდენობა : 734

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge