ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საკრებულოების წარმომადგენლებისთვის ტენინგები ჩატარდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით, 26-28 სექტემბერს, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საკრებულოების თანამდებობის პირებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგები საკრებულოს ფრაქციების მუშაობას, პრაქტიკას და გამოწვევებს ეხებოდა.
ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გამართულ ტრენინგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21 მუნიციპალიტეტის საკრებულოების 70 წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
მთავარი ამბავი

კომენტარი