ყოფილ პატიმართა თვითდასაქმების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარება

29 ოქტომბერი 2018

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ,,სიდას“ ხელმძღვანელები  გახსნიან და მას იუსტიციის სამინისტროს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებული აქტივობები, არსებული მიღწევები და გამოწვევები; იუსტიციის სამინისტრო წარადგენს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერისა და ამ ჯგუფის რესოციალიზაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში სახელმწიფოს როლს.

პროექტი ,,ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“  იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაძლებელი გახდა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 43 ბენეფიციარის ბიზნეს ინიციატივის დაფინანსება, რომლებსაც გადაეცათ მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ინვენტარი და პროდუქცია (ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ინვენტარი, საქმიანობისთვის საჭირო მასალა და სხვა).

 ღონისძიება იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“  Dvv International-სა და საქართველოს  ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკატერინე ბურჭულაძე, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - 599 729226

ეთუნა ცოტნიაშვილი, სიდას კომუნიკაციის მენეჯერი - 599 512215

ნახვების რაოდენობა : 109

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge