ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი გაიმართება

15 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ვაკის პარკში, თაფლის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, 19 მცირე და საშუალო მეწარმე გამოფენს თავის პროდუქციას, წვლილს შეიტანს თაფლის პროდუქციის პოპულარიზაციაში და გაზრდის ცნობიერებას თაფლის წარმოების სტანდარტებთან დაკავშირებით მოსახლეობაში. ფესტივალი არის ადვოკატირების და კომუნიკაციის კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს თაფლის წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებას და არსებულ გამოწვევებზე ცნობიერების ამაღლებას. ფესიტვალიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი საქართველოსთვის, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შპს იმპერვეტი, თბილისის მერია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო - სიდა, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ათინათი, ISET. ფესტივალი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა" (FASSI) ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-მ განახორციელა მცირე საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 14 ბიზნეს ორგანიზაცია. ორგანიზაციებმა განახორციელეს ორგანიზაციული განვითარების აქტივობები, ჩაატარეს ტრენინგები DCFTA-სთან დაკავშირებით თავისი წევრი და არაწევრი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის და გამართეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები DCFTA-ს სტანდარტებთან დაკავშირებით.
მცირე საგრანტო პროგრამის გარდა, სიდა ახორციელებს ადვოკატირების და კომუნიკაციის კამპანიებს ბენეფიციარ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზიებთან თანამშრომლობით. კამპანიები მიზნად ისახავს სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევების ადვოკატირება მოახდინონ დაინტერესებულ მხარეებთან (მთავრობა, ბიზნეს სექტორი, ა.შ) და აამაღლონ მოსახლეობაში ცნობიერება DCFTA-ის განხორციელების პრაქტიკულ ასპექტებთან მაგ. სურსათის უსაფრთოების სტანდარტებთან დაკავშირებით.
მთავარი ამბავი

კომენტარი