თელავში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

20 დეკემბერი 2018

2018 წლის 18 დეკემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) პარტნიორობითა და თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით თელავში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თელავის #1, #5 და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლების, ასევე, საგარეჯოს #2, #4 და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. 

ფორუმზე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გურამ გურაბანიძემ წარადგინა თელავის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ და გაეზიარებინათ საკუთარი გენდერული თანასწორობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ წარმომადგენლები.

ფორუმი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: Network of Centers for Civic Engagement - NCCE

ნახვების რაოდენობა : 51

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge