სულხან სალაძე საიას თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საიას გამგეობის გადაწყვეტილებით, სულხან სალაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.
სულხან სალაძე საიას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. სულხანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან და თავმჯდომარედ არჩევამდე, მას ორგანიზაციაში ეკავა სხვადასხვა პოზიცია ანტიკორუფციული, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. მათ შორის, იყო პროექტის იურისტი, კოორდინატორი, 2015 წლის ნოემბრიდან კი, არის საიას გამგეობის წევრი. სულხანი, ასევე, ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის საქმიანობაში 2004-2005 წლებში;
საიას გუნდი წარმატებებს უსურვებს სულხანს!
სრულად>>>https://bit.ly/2PfaXLT
მთავარი ამბავი

კომენტარი