სიდამ ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების პროექტი შეაჯამა

30 ოქტომბერი 2018

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით #სიდა-მ იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პროექტი ,,ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაძლებელი გახდა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 43 ბენეფიციარის ბიზნეს ინიციატივის დაფინანსება, რომლებსაც გადაეცათ მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ინვენტარი და პროდუქცია (ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ინვენტარი, საქმიანობისთვის საჭირო მასალა და სხვა).

შეხვედრა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და ,,სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები დაესწრნენ.

წყარო: Civil Development Agency (CiDA)

ნახვების რაოდენობა : 48

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge