სემინარი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის"

16 ნოემბერი 2018

15-16 ნოემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, რიგით 23-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ პედაგოგებისთვის გაიმართა.

ორდღიან სემინარს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 პედაგოგი დაესწრო.

სემინარი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონში ნატოს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.

სემინარის ფარგლებში პედაგოგები შეხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს. პედაგოგები გაეცნენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობას საქართველოს განვითარებისთვის, მიმდინარე პროცესებს, საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საინფორმაციო ომის თავისებურებებს, მითებსა და რეალობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, გაიგეს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ სწორი და არასწორი ინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში. 

პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 700-მდე პედაგოგი გადამზადდა.

წყარო: http://infocenter.gov.ge

ნახვების რაოდენობა : 502

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge