სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა

29 ოქტომბერი 2018

27 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებისათვის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც თვითმმართველობასთან ერთად ხორციელდება სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

მომავალი ლიდერისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციის ტექნოლოგია, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროცესში მიმდინარე ტრენინგის თემა სწორედაც რომ ეფექტური კომუნიკაცი იყო. ახალგაზრდებმა ისწავლეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოება და ურთიერთობის დროს გამოყენება, ასევე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორი გაცემა, რამხელა რისკებს შეიცავს არასწორი ინფორმაციის როგორც გავრცელება ისე მიღება. აღნიშნულის გასათავისებლად ბავშვებისათვის გათამაშდა სიმულაციური სიტუაცია “ლიფტი", თამაში რომელიც ორიენტირებულია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის პროცესში სწორი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, ახალგაზრდებს დაეხმარათ გაითავისონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდების დროს სწორი სტრატეგიის გამოყენება.

ბავშვებს ასევე ჩაუტარდათ სავარჯიშო ბუშტები და ჭიკარტები, რომელიც ლიდერებს ასწავლის გადაწყვეტილების მიღების დროს ინსტიქტებზე უარის თაქმას.მიმდინარე ტრენინგის დასრულებისას ახალგაზრდები შეხვდნენ და ახლოს გაიცნეს ქ.მერი ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი და მისი სტუმრები პოლონეთის პარლამენტიდან.

აქტივობა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით , პროგრამა „PITA” ს თან ერთად, აღნიშნული "სასკოლო თვითმმართველობების განვთარების პროგრამის ", მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სასკოლო თვითმმართველობის გაძლიერება და თვითმმართველობებში რეგისტრირებული ახალგაზრდებში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ცნობიერების ამაღლება.

წყარო: გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი

ნახვების რაოდენობა : 38

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge