საიამ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

01 ოქტომბერი 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ "პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.

ორგანული კანონის პროექტის თანახმად, ხდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ორგანულ კანონად გარდაქმნა, განისაზღვრება საქართველოს პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობის გარანტიები, დგინდება მისი უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი.

საია მიესალმება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციასთან კანონმდებლობის შესაბამისობისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე ორგანული კანონებისა და კანონების პროექტებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ნორმები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან, რაც არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის სრულფასოვან რეფორმისათვის. ვფიქრობთ, რომ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობის წესი შესაბამისობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 65-ე მუხლთან, ხოლო მის შემადგენლობაში უმრავლესობით პროკურორების ყოფნა, ვერ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ შემდგომ დახვეწას საჭიროებს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევისა და მისი თანამდებობაზე არჩევის პროცედურა და ორგანული კანონითვე უნდა განისაზღვროს სპეციალიზებული პროკურატურების შექმნის საფუძვლები, მისი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი. აგრეთვე, დამატებით მსჯელობას საჭიროებს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ინიცირებული მასშტაბით მინიჭება და მიზანშეწონილია, განხილული იყოს უფლებამოსილებათა ნაწილის საპროკურორო საბჭოსთვის გადაცემის შესაძლებლობა.

საია მიმართავს პარლამენტს, წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოთ დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები.

 

წყარო: https://gyla.ge

ნახვების რაოდენობა : 80

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge