რა ახალი გამოწვევები წარმოიქმნა კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ქალთა ეკონომიკური საქმიანობისთვის?

30 დეკემბერი 2020

მე გახლავართ რძის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „წინწყარო+“ს დირექტორი. Საწარმო მდებარეობს სოფელ წინწყაროში. ჩვენ ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ნედლ რძეზე დამზადებულ ნატურალურ პროდუქციას. ვამზადებთ სხვადასხვა სახის ყველს, ნადუღსა და კარაქს.

სოფელი წინწყარო უმეტესად დასახლებულია ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილი მოსახლეობით. მე პირადად ვარ ეკო-მიგრანტი დასავლეთ საქართველოდან. უკვე 4 წელია რაც ოჯახური ბიზნესი და კუსტარული წარმოება ვაქციეთ ევროკავშირის სტანდარტებსა და HACCP-ის პრინციპებზე დანერგილ, მაღალი ხარისხის წარმოებად. რძეს ვიბარებთ 250-300 ფერმერიდან არამარტო წინწყაროს, არამედ სხვა რამდენიმე სოფლიდან და მეზობელი მუნიციპალიტეტიდან. საწარმოს გახსნით სოფელში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ადგილობრივი ფერმერებისთვის, განსაკუთრებით კი, ქალი ფერმერებისთვის ჩვენი საწარმო დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა.

Რასაკვირველია, კოვიდ-19 პანდემიის შედეგად ჩვენი ბიზნესი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. Თავდაპირველად, შექმნილი სიტუაციით შეშინებული ვიყავით. Ეს Ლოგიკურიც იყო, მაგრამ ვიგრძენით უფრო დიდი პასუხისმგებლობა იმისა, რომ დადებითი წვლილი შეგვეტანა სასიკეთო ცვილებებისთვის ამ ჟამიანობის პერიოდში. Შესაბამისად, ჩვენი მოტივაცია და მზადყოფნა, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უწყვეტად შეგვეთავაზებინა ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქცია, გაორმაგდა.


მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ ეს პერიოდი არ დაემთხვა ზამთარს, როცა წველადობა დაბალია, შესაბამისად, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების დროს საქონლის წველადობის დონე იყო საშუალო და ფერმერებისგან ნედლეულის ჩაბარება არ შეფერხებულა, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ფერმერებმა რძის შენახვა გადაწყვიტეს და ესეც პანდემიის შედეგად გამოწვეული შიშების საფუძველზე. Ასევე, გაძვრიდა ნედლეულის ფასი, თუმცა ყველაფრის მიუხდავად, ჩვენ პროდუქციის ღირებულება არ გაგვიძვირებია.


რადგან ჩვენ მიერ წარმოებული რძის პროდუქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის და აუცილებელია მისი ქონა კვების რაციონში, მითუმეტეს არსებული პანდემიის დროს, იმუნური სისტემის ასამაღლებლად, ბაზარზე მოთხოვნა არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა და ჩვენც გაორმაგებული ძალებით დავიწყეთ მუშაობა. პანდემიის პირობებში ფაქტიურად არ გაჩერებულა წარმოების პროცესი, პირიქით, ჩემი თანამშრომელი ქალები თავს არ ზოგავდნენ. Შესაბამისად, მუდმივ თანამშრომლებთან ერთად, დამატებით 2 ქალბატონი დავასაქმეთ. მუშაობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სტანდარტებით მიმდინარეობდა. ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაიზარდა მოთხოვნა დაფასოებულ პროდუქტებზე, შესაბამისად, ჩვენი შეფუთვა და ქართული რძის ნიშანი “ენდე ნიშანს, ნამდვილს ნიშნავს” პროდუქტის ნამდვილობისა და მაღალი ხარისხის შესახებ, მომხმარებლებში ნდობას იწვევდა და გაყიდვებმაც იმატა.


საწარმოში უსაფრთხოებისა და სისუფთავის წესებს აქამდეც ვიცავდით, მაგრამ კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ, შეიცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილი. Დავიწყეთ მეტი სადეზინფექციო ხსნარის მოხმარება, თანამშრომლების ტემპერატურის კონტროლი და სხვა აღჭურვილობასთან ერთად, პირბადეების გამოყენება.

Შექმნილ სიტუაციაში პროდუქციის მიწოდება იყო გართულებული, რადგან გადაადგილება იყო შეზღუდული, თუმცა საქართველოს მთავრობამ მოგვანიჭა სპეციალური საშვები, რითაც შეფერხების გარეშე ვამარაგებდით ობიექტებს.


Საბოლოო ჯამში, მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიამ ჩემს საქმიანობაზე, საწარმოს მუშაობასა და დასაქმებულთა ცხოვრებაზე გავლენა იქონია, მაგრამ ეს არ აისახა უარყოფითად. Ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნულ მდგომარეობაში სწრაფი ადაპტაცია და სწორი სტრატეგიის წყალობით, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის შესრულება - მოვახერხეთ მომხმარებლამდე ნატურალური პროდუქციის მიწოდება.
კარანტინის პერიოდში გაგვიმძაფრდა მადლიერების გრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ყველაზე მეტად მოუხდათ ამ სიტუაციასთან ბრძოლა. Ამიტომაც, გადავწყვიტეთ მცირე საქველმოქმედო ნაბიჯი გადაგვედგა და შეზღუდული დროისა და პირობების მიუხედავად, ჩვენი გემრიელი და ნატურალური ნობათი მივუძღვენით ინფექციური ბოქსირებული განყოფილების მოსამსახურე პერსონალს თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისათვის.


რადგან ეს ეპიდემია ასაკოვანი ადამიანებისათვის მეტ რისკს წარმოადგენს, ჩვენი პროდუქცია „მოხუცთა თავშესაფარი-ბარბარე ოცდაერთი“-ს ბენეფიციარებს მივუტანეთ. Ჩვენ ამით გვჯეროდა, რომ სიკეთე გადამდებია და ამაყები ვიყავით, რომ მოტივატორები გავხდით სხვა მეწარმეებისთვისაც.
მე, როგორც ქალი მეწარმე, ვთვლი, რომ დამწყები ბიზნესმენი და მითუმეტეს, ქალი, ზოგადად, ყოველთვის გამოწვევების წინაშეა, მაგრამ ჩვენ ამას ყოველთვის მედგრად ვუდგავართ ჩვენი დიდი შრომისმოყვარეობით, მიზანმიმართულობით და ურთიერთთაბამშრომლობით. ეს ყველაფერი იმ ქალ მეწარმეებში დიდი დოზით ჩანს, რომლებიც ყოველ დილით რძეს გვაბარებენ და ხელს უწყობენ ჩვენი საწარმოს უწყვეტ მუშაობას.


ზეინაბ აბულაძე
დირექტორი
შპს “წინწყარი +”

 

ნახვების რაოდენობა : 1710

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge