ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის

11 ოქტომბერი 2018

11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე.

სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ქვემო ქართლის, კახეთის და განჯა - გაზახის რეგიონიდან, გაეცნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური აქტივობის საკითხებს,  ქალი მეწარმეების მხარდაჭერის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებულ მდგომარეობას აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე, საკანონმდებლო გარემოს და ქალთა გაძლიერების პრინციპებს. კონკრეტულად კი:

  • რა არის გენდერი? რა არის სქესი? არსებული გენდერული სტერეოტიპები;
  • ქალთა ეკონომიკური აქტივობა საქართველოში და აზერბაიჯანში;
  • ქალი მეწარმეების მხარდაჭერა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ;
  • ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის;
  • სახელმწიფოს როლი ქალი მეწარმეების გაძლიერებაში;
  • ბიზნესის როლი ქალი მეწარმეების გაძლიერებაში;
  • სამოქალაქო საზოგადოების როლი - საზოგადოებაში არსებული დამაბრკოლებელი ფაქტორები და გადაჭრის გზები.
  • ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავლენა ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე - სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება და ოჯახში ძალადობა.

შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული „ქალთა ეკონომიკური აქტივობის“ კვლევის შედეგები.

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველო აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს სამოქალაქო განვითრების სააგენტო „სიდა“ და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა.

ნახვების რაოდენობა : 68

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge