პროექტის „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“ პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ ბათუმის ამერიკულ კუთხესთან ერთად ახორციელებს ერთობლივ საგანამანათლებლო პროექტს: „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“ პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.
პროექტი ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25-45 წლის დაუსაქმებელი ქალბატონებისთის
პროექტის ამოცანები:
• ქალთა და გოგონათა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების შექმნა
• არაფორმალური განათლების საშუალებით არაფორმალური გარემოს შექმნა სოციალური ცვლილებებისათვის.
• ქალთა და გოგონათა გაძლიერება, რათა სწორად შეძლონ თავიანთი პროფესიული საჭიროებების გამოხატვა.
• მჭიდრო კავშირების დამყარება მუნიციპალიტეტებისა და პარტნიორ ორგანიზაციათა შორის განათლებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
• ქალთა და გოგონათა ცნობიერების ამაღლება შრომით - რეპროდუქციულ უფლებებზე, სოციალურ მედია ადვოკატირებაზე, ფინანსურ წიგნიერებაზე, დასაქმების უნარებსა და შესაძლებლობებზე, სამოქალაქო ჩართულობის ფორმალურ და არაფორმალურ მექანიზმებზე, კარიერული განვითარებაზე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ უნარებზე, საგრანტო პროექტების და ბიზნეს გეგმის წერის უნარების განვითარებაზე.
• არაანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამების დანერგვა და განხორციელება (პროექტის წარმატებული მონაწილეებისთვის).
პროექტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 30 დაუსაქმებელი ქალი. პროექტი ითვალისწინებს 80 საათიან სასწავლო პროგრამას, მეწარმეობის კვირეულს, სტაჟირების პროგრამას წარმატებული მონაწილეებისთვის. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება 2019 წლის ნოემბერი-დეკემბერს.
მთავარი ამბავი

კომენტარი