პროექტის „პროფესიების არჩევის პროგრამა“ პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ ქვეპროგრამა "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში ახორციელებს საგანამანათლებლო პროექტს: „პროფესიების არჩევის პროგრამა აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის (IX-XII) მოსწავლეთათვის“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტის მიზნები:
დაეხმაროს მოსწავლეებს, საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვლისწინებით, აირჩიოს ან შეცვალოს პროფესია;
დაეხმაროს თითოეულ მოსწავლეს, განსაზღვროს საკუთარი პროფესიული საჭიროებები;
დაეხმაროს თითოეულ მოსწავლეს, მოძებნოს პროფესიული საჭიროებების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალება;
გაზარდოს მოსწავლის თავდაჯერებულობა;
წაახალისოს სწავლისადმი დამოუკიდებელი მიდგომა, როდესაც მოსწავლეს სხვისი დახმარების გარეშე შეუძლია ახალი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
პროექტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე ჯამში შეირჩევა 40 მოსწავლე, რომლებიც ზამთრის სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას უფასოდ. პროექტი ითვალისწინებს 20 საათიან სასწავლო მოდულს, ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, განათლების ფორუმს, მეწარმეობის კვირეულს, სტაჟირების პროგრამას წარმატებული მოსწავლეთათვის, თანამშრომლობას უმაღლეს/პროფესიულ ინსტიტუტებთან და სხვადასხვა პროფესიულ აქტიობებს. პროექტი განხორციელდება 2019 წლის ნოემბერი-დეკემბერი.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებს.
ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად მონაწილეებს შეუძლიათ შეავსო სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე https://bit.ly/2WR6OmC
მთავარი ამბავი

კომენტარი