პანკისის ხეობაში ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტი დასრულდა

02 ოქტომბერი 2018

სექტემბერში დასრულდა ახალგაზრდული პროექტი, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოებას და გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი  EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ბოლო 6 თვის განმავლობაში ხეობაში მცხოვრებ ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების და გართობის შესაძლებლობებს სთავაზობდა. 

პანკისის ხეობის სამი სოფლის (დუისი, მატანი, საკობიანო) 60-მდე მოზარდი ჩართული იყო საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც მათი სურვილის მიხედვით შედგა. ახალგაზრდებმა ისწავლეს ვიდეოების გადაღება და თავად მოამზადეს პატარა ფილმები მათთვის საინტერესო თემებზე, დადგეს ფორუმ-თეატრები. მოზარდების ინტერესების გათვალსწინებით საღამოობით ეწყობოდა დიკსუსიები, ფილმების ჩვენებები და შეხვედრები ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებთან (ჟურნალისტები, აქტივისტები, ფსიქოლოგები, კონომცოდნეები, ისტორიკოსები და სხვ). ახალგაზრდების უფრო მეტად დაახლოების მიზნით იმართებოდა გასართობი საღამოები და ექსკურსია/ლაშქრობები პანკისის ხეობაში.

პროექტის ბოლოს გაიმართა ორკვირიანი საზაფხულო ბანაკი იყო, რომელშიც 60-მა ქისტმა და ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა (ბანაკი ორ ნაკადად ჩატარდა). ბანაკში ეწყობოდა ლაშქრობები, სპორტული შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები, კულინარიული შეჯიბრი, პოეზიის საღამო ადგილობრივი პოეტის მიხეილ ღანიშაშვილის მონაწილეობით, და სხვა გასართობი ღონისძიებები. ბანაკს ასევე ეწვია ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

პროექტის დახურვის ცერემონია 28 სექტემბერს სოფ. დუისის სათემო ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდები აღნიშნავდნენ, რომ პროექტით ბევრი მეგობარი შეიძინეს სხვა სოფლებიდან, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქამდე ურთიერთობა არ ჰქონიათ. მათ ამ პროცესს „ჩატეხილი ხიდის აღდგენა“ უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც გაგრძელდება მათი მეგობრობა.

 

წყარო: EWMI Access

ნახვების რაოდენობა : 259

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge