ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში

ქალთა საინფორმაციო ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან - მეგობრობის ხიდი ქართლოსი, თანაზიარი, Fundacja HumanDoc HumanDoc და South Caucasus Regional Office in Tbilisi ერთად,
ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს პროექტს “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში".
მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათი, რასაც ადგილი ჰქონდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ოჯახში ძალადობის რისკებს ზრდის, თუმცა საქართველოში ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.
პროექტი ქალებს გაუწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, მიაწვდის მათ ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და იმუშავებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან რეაგირების გეგმების მომზადებაზე.
პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
მთავარი ამბავი

კომენტარი