კამპანია "დაასრულე ძალადობა" - UNICEF შეხვედრებს მართავს

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული კამპანიის, დაასრულე ძალადობა • End Violence-ის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია საზოგადოებაში დისკუსიის ინიცირება, თუ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
შეხვედრები უკვე გაიმართა შემდეგ ქალაქებში: ხაშური, ლანჩხუთი, ხარაგაული, სენაკი, ქობულეთი. დაგეგმილია კიდევ 2 შეხვედრის გამართვა სიღნაღსა და კასპში.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: UNICEF Georgia
მთავარი ამბავი

კომენტარი