IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

14 ოქტომბერი 2019

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა - IDFI-მ ამ თემაზე კიდევ ერთი, 2 დღიანი ტრენინგი ჩაატარა, რომელშიც მედია საშუალების წარმომადგენლები და პროკურორები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა; ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ინა გრიგალაშვილმა; და პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ.

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორის ქრისტინე მორგოშიას აზრით, ტრენინგზე განხილული ისეთი საკითხები, როგორებიცაა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენის ცალკეული შემთხვევები და მათზე რეაგირების ეფექტიანი საშუალებები და ა.შ. მნიშვნელოვანია პროკურორების ცნობიერების ამაღლებისათვის. „გარდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მიღებული დამატებითი ინფორმაციისა, მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული დანაშაულის მიზეზების, პროგრესირებისა და მათზე გავლენის მქონე ფაქტორების ანალიზი. საკითხები, რომლებსაც მოიცავდა ტრენინგი, საინტერესო იყო როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მეცნიერულ და ისტორიულ ჭრილში საკითხის დანახვისა და კომპლექსური ანალიზისათვის."

ნანა გუგუტიშვილი - მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე: "სიძულვილით მოტივირებული დანაშულების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა აღიარებულია ქვეყნის ხელისუფლების მიერ. აღნიშნულ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროკურატურა - როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანო. მე, როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა, აღნიშნული ტრენინგით გავიღრმავე ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე სიძულვილის ენის შესახებ, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გავეცანით სიძულვილის ენის გავლენას თანასწორობაზე. ასევე, ტრენინგის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა სიძულვილის ენის და გამოხატვის თავისუფლების საკითხების განხილვა, მათი კვეთა და გამიჯვნა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სქესის, გენდერის და ორიენტაციის საკითხების განხილვა და ტერმინოლოგიის განმარტება, რაც დაგვეხმარება მომავალში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებაში. მიღებული ცოდნა, სამომავლოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიძულვილის მოტივით ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებას და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.“

ემზარ გაგნიძე -ტრენინგის მონაწილე პროკურორი: „ტრენინგი იყო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროა, ყველა მოქმედი პროკურორი იყოს ინფორმირებული დისკრიმინაციის საკითხებზე და ვფიქრობ, ამ კუთხით ტრენერებმა ამომწურავი და კვალიფიციური დახმარება გაგვიწიეს.“

ტრენინგს უძღვებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე - ეკატერინე სხილაძე და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მრჩეველი გენდერის საკითხებში - ეკატერინე აღდგომელაშვილი.ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი.

ნახვების რაოდენობა : 550

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge